Get Mystery Box with random crypto!

Armenia & Artsakh Today

Logo of telegram channel arcakhnow — Armenia & Artsakh Today A
Logo of telegram channel arcakhnow — Armenia & Artsakh Today
Channel address: @arcakhnow
Categories: News
Language: English
Subscribers: 119
Description from channel

ინფორმაცია და ანალიზი სომხეთზე, ყარაბაღზე და რეგიონზე

Ratings & Reviews

2.67

3 reviews

Reviews can be left only by registered users. All reviews are moderated by admins.

5 stars

1

4 stars

0

3 stars

0

2 stars

1

1 stars

1


The latest Messages

2021-08-31 11:10:53
არშაკ კარაპეტიანმა მიიღო აშშ-ს ელჩი

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა არშაკ კარაპეტიანმა მიიღო აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში ლინ ტრეისი რომელსაც ახლდა სომხეთში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე უილიამ ლაითენენი და ახლად დანიშნული სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი გრიგორი ფაიფსი.

თავდაცვის მინისტრმა მიულოცა ბატონ ლაითენენს და პოლკოვნიკ ფაიფსს სომხეთში მისიის დაწყებასტან დაკავშირებითა მას ახალი მიღწევები სომხურ-ამერიკული თანამშრომლობის განვითარების მიმართლებით.

ელჩმა თავის მხრივ მიულოცა არშაკ კარაპეტიანს თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დაკავება.

აშშ-ს ელჩის თხოვნით, თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა სომხეთის საზღვრებზე არსებული მდგომარეობა, ილაპარაკა აზერბაიჯანის რეგულარულ პროვოკაციებზე. არშაკ კარაპეტიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხური მხარის მზადყოფნა საკითხის მშვიდობიანად მოაგვარების მიმართულებით.

ასევე განიხილეს თავდაცვის სფეროში სომხურ-ამერიკული თანამშრომლობისათვის ახალი იმპულსის მიცემის შესაძლებლობები. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ ეფექტური თანამშრომლობა ორმხრივ საინტერესო სფეროებში.
13 views08:10
Open / Comment
2021-08-30 15:31:33
ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ საზღვრების დელიმიტაციაში: ჯოზეფ ბორელმა წერილი გაუგზავნა მირზოიანს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა მიულოცა არარატ მირზოიანს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით.

"სომხეთი არის ევროკავშირის პოტენციური პარტნიორი. ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გააქტიურდა 2018 წლიდან და 2021 წლის 1 მარტს ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის ხელშეკრულების ძალაში შესვლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, პოზიტიური ეტაპი იყო.

თქვენი დანიშვნა მოხდა სომხეთისთვის გადამწყვეტ დროს. გასული წლის საომარი მოქმედებების შემდეგ, მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ევროკავშირის მზადყოფნა წვლილი შეიტანოს ყოვლისმომცველ მოგვარებაში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით. გარდა ამისა ჩვენ ვაგრძელებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის ძალისხმევის მხარდაჭერას. ისევე როგორც მზად ვართ დაგეხმაროთ საზღვრების დელიმიტაციაში"
, - აღნიშნავს ჟოზეფ ბორელი თავის გზავნილში.
13 views12:31
Open / Comment
2021-08-27 12:36:29
თაგუჰი თოვმასიანი მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს სიუნიქში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამო

სომხეთის რესპუბლიკის ნაციონალური ასამბლეის საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე თაგუჰი თოვმასიანმა საერთაშორისო სტრუქტურებს მიმართა სიუნიქში აზერბაიჯანის ქმედებების გამო ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხთან დაკავშირებით.

"ძვირფასო თანამემამულენო, მოგეხსენებათ, 50 ან მეტმა აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურემ გადაკეტა გორისიდან კაპანისკენ მიმავალი სახელმწიფოებრივი გზა სინიკის რაიონის სოფელ დავით ბეკთან ახლოს და უარს ამბობს მის გახსნაზე. დღეს ჩვენ ასევე შევიტყვეთ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გადაკეტეს გორისიდან ვოროტანისკენ მიმავალი გზა.

მე წერილები გავუგზავნე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ოფისებს აზერბაიჯანის ამ დაუშვებელ საქციელზე, ჩვენი სამოქალაქო მოსახლეობის, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და მოხუცების უფლებების დარღვევის შესახებ. აზერბაიჯანის ეს ქმედებები ზღუდავს ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს..."
, – წერს თოვმასიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
20 views09:36
Open / Comment
2021-08-27 12:31:46
თავდაცვის მინისტრის თავმჯდომარეობით განიხილეს სამთვიან სამხედრო შეკრებასთან დაკავშირებული საკითხები

სომხეთის თავდაცვის მინისტრის არშაკ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით განიხილეს სამთვიან სამხედრო შეკრების დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები. პასუხისმგებელი ქვედანაყოფების ხელმძღვანელებმა, მიმართულებების მიხედვით, წარმოადგინეს ანგარიშები შეკრების პირველი დღის შედეგებზე.

თავდაცვის მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საზოგადოებამ მთლიანად აღიქვა სამხედრო შეკრების მნიშვნელობა და მოქალაქეები შეკრებაში მონაწილეობისათვის მთლიან მზადყოფნას გამოთქვამენ.

ამავდროულად, თავდაცვის მინისტრმა დაავალა ყურადღება გაამახვილონ იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია შეკრებების მონაწილეებისათვის შესაბამისი სოციალური და საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფასთან, საგანმანათლებლო პროცესთან კულტურულ ღონისძიებებთან.
14 views09:31
Open / Comment
2021-08-27 12:30:28
ფაშინიანმა გამოაქვეყნა ომის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 44-დღიანი ომის შედეგად დაღუპულთა რიცხვი არის 3777, აქედან 3702 სამხედრო და 75 სამოქალაქო პირი, 243 სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელი უცნობია.

ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში განაცხადა.

“მე ვაქვეყნებ სიკვდილის მოწმობებით დადასტურებულ რიცხვებს”, – დასძინა ფაშინიანმა.
15 views09:30
Open / Comment
2021-08-26 11:04:53 აზერბაიჯანულმა შეიარაღებულმა ძალებმა გვიან საღამოდან გადაკეტეს სომხეთის სამხრეთში, სიუნიქის რეგიონში მდებარე ქალაქ გორისის და ქალაქ კაპანის დამაკავშირებელი გზა, რომელიც საბჭოთა საზღვრებით პირდაპირ საზღვარზეა.
(ვიდეო)
19 viewsedited  08:04
Open / Comment
2021-08-26 10:45:59 სომხეთი მიესალმა იუნესკოს ფაქტების დამდგენ მისიას. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთი მიესალმა იუნესკოს ფაქტების დამდგენ მისიას და მზად არის რაც შეიძლება სწრაფად შეუწყოს ხელი მის განხორციელებას – “შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურული საკუთრების დაცვის შესახებ” 1954წ. ჰააგის კონვენციის და თანდართული ორი ოქმის შესაბამისად, "თავისუფლების" კითხვის საპასუხოდ, ხაზს უსვამს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ვაჰან ჰუნანიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას.

“თავისუფლება” განსაკუთრებით დაინტერესდა, თუ როგორ გამოეხმაურებოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებას, რომ სომხეთი იუნესკოს ფაქტების დამდგენი მისიის ვიზიტის წინააღმდეგია მთიან ყარაბაღში.

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანმა აღნიშნა, რომ იუნესკოს ფაქტების დამდგენი მისიის დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობა გაჩნდა 2020 წელს, 44-დღიანი ომის შედეგად, აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე სომხური კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის განადგურების გარდაუვალი საფრთხისგან დასაცავად.

”როგორც საომარი მოქმედებების დროს, ასევე ცეცხლის შეწყვეტის დამყარების შემდეგაც, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხური ეკლესიების, სხვა კულტურული და რელიგიური ძეგლების განზრახ განადგურების და ვანდალიზმის მრავალი დოკუმენტირებული შემთხვევა არსებობს. მეტიც, არცახის რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური განადგურების პარალელურად, ჩვენ ვხედავთ ისტორიული ფაქტების გაყალბების, სომხური ძეგლების იდენტურობისა და კუთვნილების დამახინჯების, არქიტექტურული იერსახის შეცვლის დაუშვებელ შემთხვევებს აზერბაიჯანის უმაღლესი ხელმძღვანელობის ბრძანებით”, – თქვა მან.

ჰუნანიანი აღნიშნავს, რომ კულტურული დანაშაულებების დაფარვის მიზნით, აზერბაიჯანი გარკვეული ხნით ბლოკავს იუნესკოს ექსპერტების ვიზიტს, ხოლო ორგანიზაციას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს იმას, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ მისიის განხორციელებისათვის დაბრკოლების შექმნის პოლიტიზირების პრაქტიკა ახლაც გრძელდება, საგარეო საქმეთა სამინისტრო შეახსენებს, რომ ჯერ კიდევ 2020 წ. დეკემბერში იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილემ კულტურულ საკითხებში განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არ დათანხმდა მისიას.

"არცახის გადაშენების პირას მყოფი კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობა სასწრაფოდ საჭიროებს საერთაშორისო ყურადღებას, რათა სწორად შეინარჩუნოს იგი და თავიდან აიცილოს ვანდალიზმის შემთხვევები”, – განაცხადა სამინისტროს მდივანმა.
18 views07:45
Open / Comment
2021-08-26 10:42:32
სომხეთს სურს სომხეთ-საქართველოს საზღვრის დემარკაციის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტოს: ფაშინიანი თბილისს ეწვევა

8 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს. ერევანი აპირებს თბილისთან ორმხრივი დღის წესრიგის რიგი ძირითადი საკითხების განხილვას.

"მრავალეროვანი საქართველოს" ხელმძღვანელი არნოლდ სტეფანიანი მიიჩნევს, რომ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია․

“ამ დონის ვიზიტები ყოველთვის მნიშვნელოვანნი არიან. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებიც მუდმივ მუშაობას მოითხოვს. კერძოდ, ვიზიტის დაწყებამდე აღინიშნა რამდენიმე მიმართულება, როგორიცაა ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარება, ტურიზმის განვითარება და შესაძლოა ორი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაერთიანებაც. რამდენიმე წლის წინ მე პირადად შევთავაზე სასაზღვრო ტურიზმის საკითხი სომხეთს. ზოგადად, განვითარების დიდი პოტენციალი შეიძლება იყოს. ჩემი აზრით, ახლა ისინი ნელნელა მიდიან იმ იდეების განხორციელებისაკენ. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით შეიქმნება საგზაო რუკა", – თქვა მან ”1in.am"-თან საუბარში.
14 views07:42
Open / Comment
2021-08-26 10:26:11 გეღამ სტეფანიანმი. აზერბაიჯანულმა მხარემ აქტიური და ხანგრძლივი სროლები განახორციელა სომხური პოზიციების და მშვიდობიანი დასახლებების მიმართულებით

არცახის ადამიანის უფლებათა დამცველმა გეღამ სტეფანიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:

”24 აგვისტოს დღის განმავლობაში და გვიან ღამემდე, შუშის მახლობლად, განსაკუთრებით შოშის და მხითარაშენის თემების მიმართულებით განთავსებული პოზიციებიდან აზერბაიჯანულმა მხარემ აქტიური და ხანგრძლივი სროლები განახორციელა სომხური პოზიციების და მათ მახლობლად მდებარე სომხური მშვიდობიანი დასახლებების მიმართულებით.

ასკრანის რაიონის სოფელ მხითარაშენის წინ მდებარე სომხური პოზიციების მიმართულებით გასროლილი სხვადასხვა იარაღის ფრაგმენტებმა მიაღწია სოფლის საცხოვრებელ ნაწილს, ხოლო 24 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე შუშიდან განხორციელებული გასროლების შედეგად დაზიანდა ერთ -ერთი საცხოვრებელი სახლი.

აზერბაიჯანის საქციელი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მშვიდობიანი დასახლებების მიმდებარედ განთავსებული აზერბაიჯანული პოზიციები უნდა მოიხსნას დასახლებებიდან ისეთ სიშორეზე, რომ არ იყოს შესაძლებელი სამოქალაქო დასახლებების პირდაპირ მიზანში ამოღება, რადგან ისინი უშუალო, რეალურ საფრთხეს უქმნიან არცახის ხალხის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და სხვა სასიცოცხლო უფლებებს, ფიზიკურ და ფსიქიკურ ხელშეუხებლობას.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების უკანონო ქმედებების გამო, სასაზღვრო დასახლებებში ირღვევა მშვიდობიანი მოსახლეობის ნორმალური ცხოვრება და საქმიანობა.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ინციდენტების გამოძიების მკაფიო მექანიზმების დანერგვის აუცილებლობას, რაც ინციდენტების ავტორების პასუხისგებაში მიცემის და მათი განმეორების თავიდან აცილების საშუალებას მისცემს”.
14 views07:26
Open / Comment
2021-08-25 10:34:44
ფაშინიანი. ჩვენი მსჯავრდებულ ტყვეთა უმეტესობა რუსი სამშვიდობოების განლაგების შემდეგ იქნა აყვანილი

აზერბაიჯანს ჯერ არ აქვს ხელი მოწერილი სამშვიდობოების მანდატზე და ცხადი ხდება, რომ ბაქოს რიგი ქმედებები მიმართულია რუსი სამშვიდობოების, მთიანი ყარაბაღისა და მთიან ყარაბაღში სტაბილურობისა და მშვიდობის წინააღმდეგ. ამის შესახებ 24 აგვისტოს ეროვნულ კრებაზე განაცხადა სომხეთის პრემიერ -მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანში იქმნება ძლიერი ანტიპროპაგანდა ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ და მიმდინარეობს ქმედებები.

"ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანის სასამართლოებში ჩვენი ტყვე მოქალაქეების მიმართ გრძელვადიანი სანქციების დაწესება ასევე მიზნად ისახავს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მისიის დისკრედიტაციას. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა, რომელთაც მიესაჯათ გრძელვადიანი პატიმრობა, ტყვეობაში არიან 9 ნოემბრიდან, რუსი სამშვიდობოების განლაგების შემდეგ და მათ პასუხისმგებლობის სფეროებში", - აღნიშნა ფაშინიანმა..
17 views07:34
Open / Comment