🔥 Burn Fat Fast. Discover How! 💪

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროგრამისტ ნიკო კვარაცხელიას მკვ | Media Holding Georgian Times

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროგრამისტ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17 წლით, ხოლო გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამანაშავედ ცნო ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. მოსამართლის განმარტებით, ჭელიძე-კავილაძე ჯგუფურად მოქმედებდნენ, რაც მოწმობს ბრალის ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს, რისთვისაც ორივე ბრალდებული უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არ დასწრებიან.