🔥 Burn Fat Fast. Discover How! 💪

ზაზა წერეთელი - მთელი მსოფლიო, ევროპაც ახლა ცდილობს ეკონომიკის | StopCoV.ge 🇬🇪

ზაზა წერეთელი - მთელი მსოფლიო, ევროპაც ახლა ცდილობს ეკონომიკის გახსნას და მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის წარმოება გაიზარდოს

ევროკავშირის ქვეყნებში შეიქმნა გარკვეული შეფერხება და ვაქცინების ის რაოდენობა, რომელსაც ელოდნენ მათ ვერ მიიღეს. ახლა ნელ-ნელა საწარმოების გადაწყობა ხდება, რადგან ევროკავშირის ქვეყნებმა ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოთქვეს, ევროპული ბიუროკრატიის გამო, როგორც მათ აღნიშნეს დაგვიანდა მწარმოებლებთან კარგი კონტრაქტების დადება და აღმოჩნდა, რომ მწარმოებლებმაც გადააფასეს თავიანთი შესაძლებლობები, მათ არ ეგონათ რომ ამდენი ვაქცინის წარმოება ასეთ მოკლე დროში დასჭირდებოდათ, რამაც გამოიწვია ამ ყველაფრის შეფერხება, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დეტალური ინფორმაცია: http://gov.ge/s/b7245