🔥 Burn Fat Fast. Discover How! 💪

შსს-მ ბოლო 24 საათში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების | StopCoV.ge 🇬🇪

შსს-მ ბოლო 24 საათში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის 618 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 618 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 99 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

დეტალური ინფორმაცია: http://gov.ge/s/2d8de