Get Mystery Box with random crypto!

ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს სომხეთი | Armenia & Artsakh Today

ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს, ამის შესახებ ეროვნულ კრებაში სამთავრობო პროგრამის განხილვისას თავის გამოსვლაში განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარბაშვილის საქმიანობას სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების საქმეში.

"არ შემიძლია არ აღვნიშნო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პირადი წვლილი 12 ივნისს ჩვენი ტყვეების დაბრუნების ორგანიზებაში", – განაცხადა ფაშინიანმა.