🔥 Burn Fat Fast. Discover How! 💪

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ „COVID-19“- | StopCoV.ge 🇬🇪

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გამო შეჩერებული ყველა სახის სერვისი დღეიდან განაახლა

ეტაპობრივი განახლების პროცესი იანვრის ბოლოდან დაიწყო და უკვე ყველა სერვისის მიწოდება აღდგენილია. 17 თებერვლიდან შესაძლებელია მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ელექტრონულად დაჯავშნონ თეორიული გამოცდის რიგი. ასევე, სრულად აღდგა იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარება.

დეტალური ინფორმაცია: http://gov.ge/s/a3e9d