🔥 Burn Fat Fast. Discover How! 💪

ეკატერინე დგებუაძე უსაფრთხო გარემოს მონიტორინგის მიზნით სკოლებ | StopCoV.ge 🇬🇪

ეკატერინე დგებუაძე უსაფრთხო გარემოს მონიტორინგის მიზნით სკოლების დათვალიერებას აგრძელებს

„ეკატერინე დგებუაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სკოლაში დაბრუნება მიულოცა და უსაფრთხო გარემოს შექმნისა და შენარჩუნების მიზნით, სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის პირველმა მოადგილემ სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მოკლე ვადებში მოახერხეს შერეული სასწავლო პროცესის ორგანიზება. აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლებს დამატებითი რეკომენდაციები მიეცათ უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვის მიმართულებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია: http://gov.ge/s/c1f90