Get Mystery Box with random crypto!

გეღამ სტეფანიანმი. აზერბაიჯანულმა მხარემ აქტიური და ხანგრძლივი | Armenia & Artsakh Today

გეღამ სტეფანიანმი. აზერბაიჯანულმა მხარემ აქტიური და ხანგრძლივი სროლები განახორციელა სომხური პოზიციების და მშვიდობიანი დასახლებების მიმართულებით

არცახის ადამიანის უფლებათა დამცველმა გეღამ სტეფანიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:

”24 აგვისტოს დღის განმავლობაში და გვიან ღამემდე, შუშის მახლობლად, განსაკუთრებით შოშის და მხითარაშენის თემების მიმართულებით განთავსებული პოზიციებიდან აზერბაიჯანულმა მხარემ აქტიური და ხანგრძლივი სროლები განახორციელა სომხური პოზიციების და მათ მახლობლად მდებარე სომხური მშვიდობიანი დასახლებების მიმართულებით.

ასკრანის რაიონის სოფელ მხითარაშენის წინ მდებარე სომხური პოზიციების მიმართულებით გასროლილი სხვადასხვა იარაღის ფრაგმენტებმა მიაღწია სოფლის საცხოვრებელ ნაწილს, ხოლო 24 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე შუშიდან განხორციელებული გასროლების შედეგად დაზიანდა ერთ -ერთი საცხოვრებელი სახლი.

აზერბაიჯანის საქციელი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მშვიდობიანი დასახლებების მიმდებარედ განთავსებული აზერბაიჯანული პოზიციები უნდა მოიხსნას დასახლებებიდან ისეთ სიშორეზე, რომ არ იყოს შესაძლებელი სამოქალაქო დასახლებების პირდაპირ მიზანში ამოღება, რადგან ისინი უშუალო, რეალურ საფრთხეს უქმნიან არცახის ხალხის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და სხვა სასიცოცხლო უფლებებს, ფიზიკურ და ფსიქიკურ ხელშეუხებლობას.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების უკანონო ქმედებების გამო, სასაზღვრო დასახლებებში ირღვევა მშვიდობიანი მოსახლეობის ნორმალური ცხოვრება და საქმიანობა.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ინციდენტების გამოძიების მკაფიო მექანიზმების დანერგვის აუცილებლობას, რაც ინციდენტების ავტორების პასუხისგებაში მიცემის და მათი განმეორების თავიდან აცილების საშუალებას მისცემს”.