Get Mystery Box with random crypto!

სომხეთს სურს სომხეთ-საქართველოს საზღვრის დემარკაციის საკითხი ე | Armenia & Artsakh Today

სომხეთს სურს სომხეთ-საქართველოს საზღვრის დემარკაციის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტოს: ფაშინიანი თბილისს ეწვევა

8 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს. ერევანი აპირებს თბილისთან ორმხრივი დღის წესრიგის რიგი ძირითადი საკითხების განხილვას.

"მრავალეროვანი საქართველოს" ხელმძღვანელი არნოლდ სტეფანიანი მიიჩნევს, რომ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია․

“ამ დონის ვიზიტები ყოველთვის მნიშვნელოვანნი არიან. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებიც მუდმივ მუშაობას მოითხოვს. კერძოდ, ვიზიტის დაწყებამდე აღინიშნა რამდენიმე მიმართულება, როგორიცაა ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარება, ტურიზმის განვითარება და შესაძლოა ორი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაერთიანებაც. რამდენიმე წლის წინ მე პირადად შევთავაზე სასაზღვრო ტურიზმის საკითხი სომხეთს. ზოგადად, განვითარების დიდი პოტენციალი შეიძლება იყოს. ჩემი აზრით, ახლა ისინი ნელნელა მიდიან იმ იდეების განხორციელებისაკენ. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით შეიქმნება საგზაო რუკა", – თქვა მან ”1in.am"-თან საუბარში.