Get Mystery Box with random crypto!

არშაკ კარაპეტიანმა მიიღო აშშ-ს ელჩი სომხეთის თავდაცვის მინისტ | Armenia & Artsakh Today

არშაკ კარაპეტიანმა მიიღო აშშ-ს ელჩი

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა არშაკ კარაპეტიანმა მიიღო აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში ლინ ტრეისი რომელსაც ახლდა სომხეთში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე უილიამ ლაითენენი და ახლად დანიშნული სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი გრიგორი ფაიფსი.

თავდაცვის მინისტრმა მიულოცა ბატონ ლაითენენს და პოლკოვნიკ ფაიფსს სომხეთში მისიის დაწყებასტან დაკავშირებითა მას ახალი მიღწევები სომხურ-ამერიკული თანამშრომლობის განვითარების მიმართლებით.

ელჩმა თავის მხრივ მიულოცა არშაკ კარაპეტიანს თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დაკავება.

აშშ-ს ელჩის თხოვნით, თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა სომხეთის საზღვრებზე არსებული მდგომარეობა, ილაპარაკა აზერბაიჯანის რეგულარულ პროვოკაციებზე. არშაკ კარაპეტიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხური მხარის მზადყოფნა საკითხის მშვიდობიანად მოაგვარების მიმართულებით.

ასევე განიხილეს თავდაცვის სფეროში სომხურ-ამერიკული თანამშრომლობისათვის ახალი იმპულსის მიცემის შესაძლებლობები. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ ეფექტური თანამშრომლობა ორმხრივ საინტერესო სფეროებში.