Get Mystery Box with random crypto!

StopCoV.ge 🇬🇪

Logo of telegram channel stopcovge — StopCoV.ge 🇬🇪 S
Logo of telegram channel stopcovge — StopCoV.ge 🇬🇪
Channel address: @stopcovge
Categories: News
Language: English
Subscribers: 2.86K
Description from channel

საქართველოს მთავრობის ოფიციალური საინფორმაციო სერვისი კორონავირუსთან დაკავშირებით.

Ratings & Reviews

1.50

2 reviews

Reviews can be left only by registered users. All reviews are moderated by admins.

5 stars

0

4 stars

0

3 stars

0

2 stars

1

1 stars

1


The latest Messages 38

2021-02-17 14:34:56
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ევროკავშირმა სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაჩიე ჩურა ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვივნენ და ათი სამედიცინო ვენტილატორი და 1 000 ერთეული დამცავი საშუალება „კოვიდ-19“-ის მძიმე ფორმების მქონე პაციენტთა მკურნალობისა და მოვლისთვის გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

დეტალური ინფორმაცია: http://gov.ge/s/947c1
1.0K views11:34
Open / Comment
2021-02-17 14:10:26
CNN-ი: საქართველომ სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საზღვრები გახსნა

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველომ სრულად ვაქცნირებული მოგზაურებისთვის შეზღუდვები მოხსნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახლახანს გამოაცხადა, რომ ნებისმიერი ვიზიტორი ვინც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორ დოზას მიიღებს PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის გარეშე საქართველოში საჰაერო გზით ჩასვლას და მოგზაურობას შეძლებს. არავაქცინირებულ მოგზაურებს კი გარკვეული ქვეყნებიდან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის შემდეგ შეეძლებათ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა, მაგრამ მესამე დღეს საკუთარი ხარჯით მოუწევთ კიდევ ერთხელ ტესტის გავლა“, - წერს ჟურნალისტი.

დეტალური ინფორმაცია: http://gov.ge/s/4c4fd
1.1K views11:10
Open / Comment
2021-02-17 11:00:35
შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 512 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 512 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 68 ფიზიკური პირი დააჯარიმა და დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

დეტალური ინფორმაცია: http://gov.ge/s/f79a2
1.1K views08:00
Open / Comment
2021-02-17 10:28:54
ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში დატოვა

აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე, გუშინ სასამართლოს ქვედა ინსტანციამ მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების გამო ღამის საათებში დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების დადგენილება მიიღო. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ ზომას არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, რადგან მთავრობამ მკაფიოდ არ განმარტა, რატომ იყო აუცილებელი პანდემიის ამ ეტაპზე აღშნული საგანგებო ზომის გამოყენება. სასამართლოს ეს გადაწვეტილება მთავრობამ გაასაჩივრა.

დეტალური ინფორმაცია: http://kvira.ge/632676
1.1K views07:28
Open / Comment
2021-02-17 10:20:03
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 486 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 17 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

დეტალური ინფორმაცია: http://gov.ge/s/c33fe
1.1K views07:20
Open / Comment
2021-02-17 10:08:22
კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 266948 ბოლო 24 საათში - 486
• მათ შორის გამოჯანმრთელებული - 259727, ბოლო 24 საათში - 499
• მათ შორის გარდაცვლილი - 3390 ბოლო 24 საათში - 13
• ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 19192, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12628, PCR ტესტით - 6564
დადებითობის მაჩვენებელი - დღიური - 2.53%, ბოლო 14 დღის - 2.8%, ბოლო 7 დღის - 2.4%
• კარანტინის რეჟიმში - 242
• სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ - 1828
• კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 229

დამატებითი ინფორმაცია
: https://stopcov.ge
1.2K viewsedited  07:08
Open / Comment
2021-02-16 18:41:55
პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა იზრდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. როგორც „იმედინიუსს“ კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ლადო კახაძემ განუცხადა, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა იზრდება. კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას 20 ლარის ოდენობით პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის.

დეტალური ინფორმაცია: http://gov.ge/s/1b753
1.3K views15:41
Open / Comment
2021-02-16 15:46:09
ზაზა წერეთელი - მთელი მსოფლიო, ევროპაც ახლა ცდილობს ეკონომიკის გახსნას და მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის წარმოება გაიზარდოს

ევროკავშირის ქვეყნებში შეიქმნა გარკვეული შეფერხება და ვაქცინების ის რაოდენობა, რომელსაც ელოდნენ მათ ვერ მიიღეს. ახლა ნელ-ნელა საწარმოების გადაწყობა ხდება, რადგან ევროკავშირის ქვეყნებმა ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოთქვეს, ევროპული ბიუროკრატიის გამო, როგორც მათ აღნიშნეს დაგვიანდა მწარმოებლებთან კარგი კონტრაქტების დადება და აღმოჩნდა, რომ მწარმოებლებმაც გადააფასეს თავიანთი შესაძლებლობები, მათ არ ეგონათ რომ ამდენი ვაქცინის წარმოება ასეთ მოკლე დროში დასჭირდებოდათ, რამაც გამოიწვია ამ ყველაფრის შეფერხება, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დეტალური ინფორმაცია: http://gov.ge/s/b7245
1.2K views12:46
Open / Comment
2021-02-16 15:28:52
ბიძინა კულუმბეგოვი - ქვეყანას აქვს გარანტირებული დოზები, ორმხრივი მოლაპარაკებები არის უკვე ახლოს გადაწყვეტილების მიღებასთან და ამის შესახებ მოსახლეობას მალე ეცოდინება

მე იმედებით ვარ აღვსილი, რომ ჩვენი ქვეყანა შეძლებს წლის ბოლომდე იმ ძირითადი გეგმის შესრულებას, რაც ჩვენი ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს, - ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა, პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის ექსპერტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას აქვს რაღაც ტიპის გარანტირებული დოზები, ორმხრივი მოლაპარაკებები არის უკვე ახლოს გადაწყვეტილების მიღებასთან და ამის შესახებ მოსახლეობას მალე ეცოდინება.

დეტალური ინფორმაცია: http://gov.ge/s/6d59d
989 views12:28
Open / Comment
2021-02-16 15:11:42
თამარ გაბუნია - ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, სრულად მოახდინოს იმ დოზების მობილიზება, რაც სჭირდება ქვეყნის 60%-ის ვაქცინაციას

ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, სრულად მოახდინოს იმ დოზების მობილიზება, რაც სჭირდება ქვეყნის 60%-ის ვაქცინაციას და ვაქცინაციის გეგმის მიღწევას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, პრემიერ-მინისტრსა და სამედიცინო სფეროს ექსპერტებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ მოსახლეობის 60%-ის მოცვა მოხდეს დაგეგმილ ვადებში, წლის ბოლომდე.

დეტალური ინფორმაცია: http://gov.ge/s/a8b02
978 views12:11
Open / Comment