Get Mystery Box with random crypto!

StopCoV.ge 🇬🇪

Logo of telegram channel stopcovge — StopCoV.ge 🇬🇪 S
Logo of telegram channel stopcovge — StopCoV.ge 🇬🇪
Channel address: @stopcovge
Categories: News
Language: English
Subscribers: 2.86K
Description from channel

საქართველოს მთავრობის ოფიციალური საინფორმაციო სერვისი კორონავირუსთან დაკავშირებით.

Ratings & Reviews

1.50

2 reviews

Reviews can be left only by registered users. All reviews are moderated by admins.

5 stars

0

4 stars

0

3 stars

0

2 stars

1

1 stars

1


The latest Messages 37

2021-02-21 10:46:02
შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 375 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 375 ფაქტი გამოვლინდა.

დეტალური ინფორმაცია: http://gov.ge/s/57086
1.1K views07:46
Open / Comment
2021-02-21 09:49:30
1.1K views06:49
Open / Comment
2021-02-20 10:28:30
შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 462 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 462 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 94 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დეტალური ინფორმაცია: http://gov.ge/s/3d2fb
1.4K views07:28
Open / Comment
2021-02-20 09:46:58
კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 268097 ბოლო 24 საათში - 396
• მათ შორის გამოჯანმრთელებული - 261066 ბოლო 24 საათში - 469
• მათ შორის გარდაცვლილი - 3425 ბოლო 24 საათში - 19
• ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 18015 , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11021 , PCR ტესტით - 6994
დადებითობის მაჩვენებელი - დღიური - 2.2%, ბოლო 14 დღის - 2.6%, ბოლო 7 დღის - 2.4%
• კარანტინის რეჟიმში - 281
• სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ - 1769
• კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 228

დამატებითი ინფორმაცია
: https://stopcov.ge
1.3K views06:46
Open / Comment
2021-02-19 10:10:04
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 424 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 424 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.

დეტალური ინფორმაცია: http://gov.ge/s/e18a7
1.4K views07:10
Open / Comment
2021-02-19 09:52:21
კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 267701 ბოლო 24 საათში - 388
• მათ შორის გამოჯანმრთელებული - 260597 ბოლო 24 საათში - 331
• მათ შორის გარდაცვლილი - 3406 ბოლო 24 საათში - 7
• ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 16391 , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 10091 , PCR ტესტით - 6300
დადებითობის მაჩვენებელი - დღიური - 2.37%, ბოლო 14 დღის - 2.7%, ბოლო 7 დღის - 2.4%
• კარანტინის რეჟიმში - 253
• სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ - 1813
• კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 232

დამატებითი ინფორმაცია
: https://stopcov.ge
1.4K views06:52
Open / Comment
2021-02-18 09:46:01
კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 267313 ბოლო 24 საათში - 365
• მათ შორის გამოჯანმრთელებული - 260266, ბოლო 24 საათში - 539
• მათ შორის გარდაცვლილი - 3399 ბოლო 24 საათში - 9
• ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 17188, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 9866, PCR ტესტით - 7322
დადებითობის მაჩვენებელი - დღიური - 2.12%, ბოლო 14 დღის - 2.7%, ბოლო 7 დღის - 2.3%
• კარანტინის რეჟიმში - 252
• სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ - 1869
• კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 248

დამატებითი ინფორმაცია
: https://stopcov.ge
1.5K views06:46
Open / Comment
2021-02-17 16:32:42
ეკატერინე დგებუაძე უსაფრთხო გარემოს მონიტორინგის მიზნით სკოლების დათვალიერებას აგრძელებს

„ეკატერინე დგებუაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სკოლაში დაბრუნება მიულოცა და უსაფრთხო გარემოს შექმნისა და შენარჩუნების მიზნით, სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის პირველმა მოადგილემ სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მოკლე ვადებში მოახერხეს შერეული სასწავლო პროცესის ორგანიზება. აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლებს დამატებითი რეკომენდაციები მიეცათ უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვის მიმართულებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია: http://gov.ge/s/c1f90
1.4K views13:32
Open / Comment
2021-02-17 16:11:50
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გამო შეჩერებული ყველა სახის სერვისი დღეიდან განაახლა

ეტაპობრივი განახლების პროცესი იანვრის ბოლოდან დაიწყო და უკვე ყველა სერვისის მიწოდება აღდგენილია. 17 თებერვლიდან შესაძლებელია მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ელექტრონულად დაჯავშნონ თეორიული გამოცდის რიგი. ასევე, სრულად აღდგა იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარება.

დეტალური ინფორმაცია: http://gov.ge/s/a3e9d
1.1K views13:11
Open / Comment
2021-02-17 15:55:45
მაია ცქიტიშვილი: ყველასათვის რთული 2020 წლის განმავლობაში, არ შეჩერებულა არცერთი სისტემური პროექტი და 6 000 პროექტზე დასაქმებული იყო 31 000 ადამიანი და 1 300 კომპანია

დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სამინისტროს მუშაობის შედეგი თვალსაჩინოა. შევძელით მნიშვნელოვანი პროექტების შესრულება და ეფექტურად ვმართეთ პროექტები პანდემიის პირობებშიც კი. 2020 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა 6 000 პროექტი, რომლებშიც დასაქმებული იყო 31 000 ადამიანი და 1 300 კომპანია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე მთავრობის საათზე განაცხადა.

დეტალური ინფორმაცია: http://gov.ge/s/a40e0
1.1K views12:55
Open / Comment